საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა.
"სამუშაო შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესახებ სხვადასხვა თაობის არქიტექტორ-რესტავრატორების მოსაზრებების მოსმენას დაეთმო. შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ...
წინა სტატია
ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები დღეიდან გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად აღდგება მარტში.
როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1 მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.
“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.
მათი ცნობით, სამუშაოები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ არის დაფინანსებული.
„აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა...
საქართველოში კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით 1 მარტიდან განახლდება. ასევე, მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ასევე, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან.
2020 წელს 1 ლარად 29 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზებული ქონებების საბაზრო ღირებულება 29 012 665 ლარს შეადგენს.
ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, გასულ წელს 1 ლარად პრივატიზებული ქონების ნაწილის ღირებულება არ შეფასებულა. მათ შორისაა, საქართველოს საპატრიარქოსთვის, დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შუამდგომლობით გადაცემული,...
ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია, არა მარტო, ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა, როგორც ორგანიზება, ასევე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხი.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე, გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა...
მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. „თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის...
ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც შპს „საქართველოს მელიორაციაში“ აცხადებენ, საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.
„ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ დრომდე ვაკანტურია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ეკონომიკისა და ქონების მართვის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსების თანამდებობები.
მერიამ დახურული კონკურსი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოაცხადა.
დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოქმედ საჯარო მოხელეებს აქვთ.
ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობის...
თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ...
ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განყოფილების უფროსმა, ზურაბ სარალიძემ განაცხადა, უკვე დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციისა და ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგადაც მოხდება გრანიტის ფილებით მოპირკეთება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიდგმება ძეგლი. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
მზეჭაბუკის ძეგლი უკვე ქუთაისშია და როგორც სარალიძე ამბობს, გაწმენდილია და მას ბუნებრივი ფერი უკვე დაუბრუნეს. ძეგლის მონტაჟის დასრულების...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი, შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საჩივარი შეეხებოდა, მერიის ტენდერს სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მომჩივანი ტენდერში მონაწილე კომპანია "ტენდექსი" იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ უსამართლოდ მიანიჭა უწყებამ დისკვალიფიკაცია.
საბჭომ განხილვის შემდეგ, დაასკვნა, რომ კომპანიის საჩივარი უსაფუძვლო იყო.
"იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტენდექსის“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ...
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ფონდ “Fair Tree fund’’-ის მხარდაჭერით, 3 წლიან "პროფესიული შინ მოვლის პროექტს" იწყებსю
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა’’ და ფონდ “Fair Tree fund’’ -ის წარმომადგენლობასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
"პროფესიული შინ...
„ახალგაზრდობის სააგენტომ“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა.
"ახალგაზრდობის სააგენტოს" ცნობით, დღეს, „ახალგაზრდობის სააგენტოს“, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კოლეჯ „იბერიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
"მემორანდუმის ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტომ“ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, კოლეჯ „იბერიის ბაზაზე“, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა. სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.
მუნიციპალიტეტებში...
მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ერთი მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანსა და, მეორე მხრივ, მაჟორიტარ პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძის, მუნიციპალიტეტის მერ გივი მოდებაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილს შორის, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში არსებული ისტორიული შენობის საკითხი განიხილეს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობა მალე ახალ ფუნქციას შეიძენს, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის...
ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.
„2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქარათველოს დამოუკიდებლობის სიმბლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერცერთი მსახური.
5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღაირიბაშვილს, რომელიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































