„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში სამწლიან “პროფესიული შინ მოვლის პროექტს’’ იწყებს

789

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ფონდ “Fair Tree fund’’-ის მხარდაჭერით, 3 წლიან “პროფესიული შინ მოვლის პროექტს” იწყებსю

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა’’ და ფონდ “Fair Tree fund’’ -ის წარმომადგენლობასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

“პროფესიული შინ მოვლის პროექტი“ ითვალისწინებს, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირების, სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ბენეფიციარებს ემსახურება მაღალკვალიფიციური მულტიდისციპლინირებული გუნდი (ექიმი, ექთანი, ექთნის ასისტენტი,სოციალური მუშაკი, ოჯახის დამხმარე, ტექნიკური ასისტენტი).

შეხვედრის მიზანს პროექტის გაცნობა და განხილვა წარმოადგენდა, ასევე იმსჯელეს სამომავლოდ პროექტის მთელი რეგიონის მასშტაბით რეპლიკაციაზე და განხორციელებაზე.

სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას’’, მის პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს და ფონდ “Fair Tree fund’’-ის წარმომადგენლობას მათ მიერ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში გაწეული საქმიანობისათვის და გამოთქვა მზაობა, სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.