გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი, შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საჩივარი შეეხებოდა, მერიის ტენდერს სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მომჩივანი ტენდერში მონაწილე კომპანია “ტენდექსი” იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ უსამართლოდ მიანიჭა უწყებამ დისკვალიფიკაცია.
საბჭომ განხილვის შემდეგ, დაასკვნა, რომ კომპანიის საჩივარი უსაფუძვლო იყო.
“იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტენდექსის“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნას, საბჭო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიღებული გადაწყვეტილება შპს „ტენდექსის“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას” , – განაცხადეს დავების საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, შესყიდვების სააგენტოში მერიის წინააღმდეგ 8 საჩივარი შევიდა, აქედან მხოლოდ 2 დაკმაყოფილდა, 4 კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.