ბათუმში, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას დღეიდან განაახლებენ

1194

წინა სტატია

ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები დღეიდან გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად აღდგება მარტში.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1 მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.

“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.