მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება

240

მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. „თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით – პირველი მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება.

შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, როგორც სამუშაოების დროს იყო გათვალისწინებული, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.