„ახალგაზრდობის სააგენტომ“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა

281

„ახალგაზრდობის სააგენტომ“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა.

“ახალგაზრდობის სააგენტოს” ცნობით, დღეს, „ახალგაზრდობის სააგენტოს“, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კოლეჯ „იბერიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

“მემორანდუმის ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტომ“ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, კოლეჯ „იბერიის ბაზაზე“, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა. სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად, ადგილზე სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც საჯარო განხილვების ეტაპს გადის და უახლოეს პერიოდში საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.