საქართველოში კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით 1 მარტიდან განახლდება. ასევე, მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ასევე, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან.