გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების მეორე ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს, რისთვისაც, ჯამში , 935 000 ლარი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა.
ანაგაში ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ე.წ. „მთავარანგელოზის“ ხევის კალაპოტის გაწმენდა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 352 050 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული სამუშაოები აპრილში დასრულდება.
ვიდრე „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი შედგებოდა, ვთქვი, რომ საარჩევნო კოდექსში არის რიგი ცვლილებები, რასაც მხარს არ დავუჭერ, - ეს განცხადება დღეს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა გააკეთა. „ვფიქრობ, რომ ეს საკითხები არანაირ კავშირში არაა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, არამედ ესაა აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელიც გააზრებულიც არ არის. ესაა მაჟორიტარების შეკვეცის თემა საკრებულოებში. ვფიქრობ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. მან მედიასთან განაცხადა, რომ ის არჩეული მერია, რაც მისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა. „თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც...
მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“ ახლა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ვაქცინაცია ახალი შემთხვევების რაოდენობაზე გავლენას ახდენს გრძელვადიან პერიოდში, ამიტომ საქართველოში, პირბადის ტარება, ჰიგიენის დაცვა, თავშეყრისთვის თავის არიდება და დისტანციის დაცვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო. „მე დიდი იმედი მაქვს,...
სამცხე–ჯავახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 3 792 000 ლარია გამოყოფილი. პროექტების თანხობრივი გადანაწილება, სოფელში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის დაანგარიშებული. თითო სოფელში, საშუალოდ 10–დან 40 ათასამდე ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა: ახალციხე – 612 ათასი ლარი 45 სოფელს და  ქალაქ ვალეს. ასპინძა –  294 ათასი ლარი 23 სოფელს; ახალქალაქი – 922 ათასი ლარი 64 სოფელს; ნინოწმინდა –  444 ათასი ლარი 30 სოფელს; ბორჯომი –...
საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველ მარტს განაახლა. სამტრედიის მუნიციპალიტეტი კი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს. როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ განაცხადა, რომ სამტრედიის საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს 10 მარტიდან მიიღებენ. რაც შეეხება ადმინისტრაციას და პედაგოგ-აღმზრდელებს ისინი პირველი მარტიდან შეუდგნენ საქმიანობას, რაც ძირითადად საბავშვო ბაღების შენობებში სანიტარული სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. "არა მარტო სამტრედიაში, ბევრ...
ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი N39, N49, N56 და N44 სამარშუტო ხაზების მძღოლები გაიფიცნენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მძღოლების განცხადებით, ბათუმის მერიამ ან სამგზავრო ტარიფი უნდა გააძვიროს ან სუბსიდირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის გაგრძელება არ უღირთ. "ჩვენ გავიფიცეთ, რადგან არაფერი კეთდება ჩვენ ხაზებზე, საგზურის გადასახადი იყო 60 ლარი, გახდა 90 ლარი, საწვავის ფასი იყო 1,60 ლარი გახდა 2, 60 ლარი, მგზავრობის ფასი იყო 60 თეთრი,...
ზუგდიდში ცენტრალური წყლის მოხმარება 1 მარტიდან ფასიანი გახდა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელის დავით ფოცხვერიას თქმით, მარტში გახარჯული წყლის საფასურის გადახდა აბონენტს აპრილის დასაწყისში მოუწევს. მისივე თქმით, აქამდე დარიცხული გადასახადი განულდება, რადგან ის სახელმწიფომ დაასუფსიდირა. ინფორმაციისთვის, 1 მ³ წყლის საფასური 0,42 ლარია, ხოლო ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი 0.08 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, მოსახლეობას 0,50 ლარის...
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდს მალე ახალგაზრდული სივრცე ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. "ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორციელების. მოეწყობა კონოფილმების ჩვენება/დისკუსია. სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი. ახალგაზრდული სივრცე ქორდში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპი ახალგაზრდული სააგენტოს მიერ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებთან სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა", - აცხადებენ...
გორის კულტურისა და დასვენების პარკის "ახალბაღი" რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხა 2 მილიონით გაიზარდა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული. თუ კი თავდაპირველად, სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 863 026 ლარი იყო, ახლა ეს თანხა 9 837 377 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა სამუშაოების  ხანგრძლივობაც. 9 თვის ნაცვლად, გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების შესასრულებლად 12-თვიანი ვადა მიეცემა. ტენდერზე წინადადებების მიღება 15 მარტს სრულდება.
"მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2 მარტიდან, #3ა ავტობუსის მარშრუტი იცვლება", - ნათქვამია ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. როგორც სააგენტოში ამბობენ,  N3ა ავტობუსი მარშრუტს ტინისხიდის ბოლომდე შეასრულებს. N3ა ავტობუსი სოფელ ტინისხიდს გაივლის ბოლომდე. აქამდე ამ მონაკვეთს ძველი N17 მიკროავტობუსი გადიოდა. N3ა ავტობუსის მიმართულება - სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზ. თავდაცვის აკადემია; უკუმიმართულება - თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.; 26 მაისის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მოსახლეობას ასფალტის დაგება ხიდამდე სურს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მათი განმარტებით, სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რამდენიმე მეტრიან მონაკვეთზე, ხიდთან კი საერთოდ არ დააგეს. "უხარისხოდ დააგეს გზა. იშლება უკვე გვერდებზე. ხიდამდე მოიყვანეს ასფალტი და დაანებეს თავი. ხიდზეც არ გადმოიყვანეს. ამას ჯარიაშენის გზა როცა დაიგება, ისინი გააგრძელებენო, მაგრამ სულ ორი მტკაველი აკლია ხიდამდე რომ მიეყვანათ, ალბათ დააკლდათ. ხრეში...
კომპანია "ბ&ბ"-ს წარმომადგენელი ბერდია ბანძელაძე გორის მერიას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საჩივარი შესყიდვების სააგენტოში წარადგინა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. იგი შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, რომ გორის მერიის სატენდერო კომისიამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს: ,,გთხოვთ, მიუთითოთ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას მის არასწორ ქმედებაზე'' - აღნიშნავს ბანძელაძე. კომპანია ,,ბ&ბ'' დისკვალიფიკაცია მისცეს იმის გამო, რომ სოფელ ქიწნისში, სასმელი წყლის პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში...
1 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შეწყდა. წინა ოთხი თვისგან განსხვავებით, გადასახადების გადახდა, მოსახლეობას საკუთარი სახსრებით მოუწევს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, პანდემიისგან გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის და პროდუქტებზე ფასების მატების პირობებში, სახელმწიფომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების პროგრამა კიდევ უნდა გაახანგრძლივოს. “ყველაფერზეა ფასები მომატებულ , ხალხმა სამსახური დაკარგა, ყველგან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ სანამ გათბობა კიდევ გვჭირდება, სახელმწიფომ უნდა...
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გიორგი ავალიშვილი მხატვარია. მან მუნიციპალიტეტში უფერული კედლების გაცოცხლება ქუჩის მხატვრობით დაიწყო და უსახური კედლები ცნობილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტებით გააცოცხლა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც თავად ამბობს, ხატვის ნიჭი და სიყვარული პატარა ასაკიდან ჰქონდა. "ვარ ახმეტიდან. ვსწავლობ ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე. ხატვა და ზოგადად ხელოვნება თავისით მოვიდა ჩემთან, თუმცა გენეტიკური არ არის, არავინ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ