დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. მან მედიასთან განაცხადა, რომ ის არჩეული მერია, რაც მისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა.
„თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა, ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.