კახეთში მოსახლეობა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მარტის თვეშიც ითხოვს

412

1 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შეწყდა. წინა ოთხი თვისგან განსხვავებით, გადასახადების გადახდა, მოსახლეობას საკუთარი სახსრებით მოუწევს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, პანდემიისგან გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის და პროდუქტებზე ფასების მატების პირობებში, სახელმწიფომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების პროგრამა კიდევ უნდა გაახანგრძლივოს.

ყველაფერზეა ფასები მომატებულ , ხალხმა სამსახური დაკარგა, ყველგან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ სანამ გათბობა კიდევ გვჭირდება, სახელმწიფომ უნდა მოგვხედოს და აპრილამდე მაინც დაფაროს ჩვენი გადასახადები”– აცხადებენ ადგილობრივები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ- ეკონომიკური პირობების შესამსუბუქებლად, ოთხი თვის განმავლობაში, კომუნალური გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

2020 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, გადასახადები უფინასდებოდა იმ აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ.