კომპანია ,,ბიენდბი” გორის მერიის სატენდერო კომისიას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

325

კომპანია “ბ&ბ”-ს წარმომადგენელი ბერდია ბანძელაძე გორის მერიას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საჩივარი შესყიდვების სააგენტოში წარადგინა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

იგი შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, რომ გორის მერიის სატენდერო კომისიამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს: ,,გთხოვთ, მიუთითოთ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას მის არასწორ ქმედებაზე” – აღნიშნავს ბანძელაძე.

კომპანია ,,ბ&ბ” დისკვალიფიკაცია მისცეს იმის გამო, რომ სოფელ ქიწნისში, სასმელი წყლის პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში გეგმა-გრაფიკის მონაცემები არასრულყოფილად წარადგინა.

გორის სატენდერო კომისია დაეყრდნო ამავე კომისიის წევრის, ტარიელ მეტრეველის მოსაზრებას, რომლის მიხედვით, კომპანია ,,ბ&ბ”-ს მონაცემები დაუზუსტებელია.

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ის სატენდერო კომისიის საქმიანობაში არ ერევა და არც წევრია, ხოლო პასუხის მისაღებად ყოველთვის მის თავმჯდომარეს უნდა მივმართოთ. კომისიას მისი პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ხელმღვანელობს.

ცნობისათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში 1,7 მლნ ლარის პროექტის განხორციელება იგეგმება.

ამჯერად, გორის მერიის სატენდერო კომისია ,,გაზტექმშენის” მიერ შეთავაზებულ წინადებებს იხილავს.