მოსახლეობა: აძვში ხიდამდე მისასვლელი გზის დასაგებად ასფალტი დააკლდათ

222

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მოსახლეობას ასფალტის დაგება ხიდამდე სურს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მათი განმარტებით, სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რამდენიმე მეტრიან მონაკვეთზე, ხიდთან კი საერთოდ არ დააგეს.

“უხარისხოდ დააგეს გზა. იშლება უკვე გვერდებზე. ხიდამდე მოიყვანეს ასფალტი და დაანებეს თავი. ხიდზეც არ გადმოიყვანეს. ამას ჯარიაშენის გზა როცა დაიგება, ისინი გააგრძელებენო, მაგრამ სულ ორი მტკაველი აკლია ხიდამდე რომ მიეყვანათ, ალბათ დააკლდათ. ხრეში დაყარეს მხოლოდ. ახლა როდის ახალ ტენდერს გამოაცხადებენ და ახალ კომპანიას მოძებნიან ასე სასაცილოდ გამოიყურება ხიდთან ეს გზა”, – ამბობს ადგილობრივ, ნაზი ნარიმანიძე.