„ახალბაღის“ რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხა 2 მილიონით გაიზარდა

812

გორის კულტურისა და დასვენების პარკის “ახალბაღი” რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხა 2 მილიონით გაიზარდა.

ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული. თუ კი თავდაპირველად, სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 863 026 ლარი იყო, ახლა ეს თანხა 9 837 377 ლარამდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა სამუშაოების  ხანგრძლივობაც. 9 თვის ნაცვლად, გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების შესასრულებლად 12-თვიანი ვადა მიეცემა.

ტენდერზე წინადადებების მიღება 15 მარტს სრულდება.