საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ქორდში ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა

320

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდს მალე ახალგაზრდული სივრცე ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

“ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორციელების. მოეწყობა კონოფილმების ჩვენება/დისკუსია. სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი. ახალგაზრდული სივრცე ქორდში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპი ახალგაზრდული სააგენტოს მიერ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებთან სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა”, – აცხადებენ გორის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესსა და ახალგაზრდების საჭიროების კვლევაზე.

დაგეგმილია, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ახალგაზრდული პოლიტიკის განახლება ესტონური მოდელით.

შეხვედრის ბოლოს მხარეები ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებასა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.