“მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2 მარტიდან, #3ა ავტობუსის მარშრუტი იცვლება”, – ნათქვამია ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
როგორც სააგენტოში ამბობენ, N3ა ავტობუსი მარშრუტს ტინისხიდის ბოლომდე შეასრულებს.
N3ა ავტობუსი სოფელ ტინისხიდს გაივლის ბოლომდე. აქამდე ამ მონაკვეთს ძველი N17 მიკროავტობუსი გადიოდა.
N3ა ავტობუსის მიმართულება – სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზ. თავდაცვის აკადემია;
უკუმიმართულება – თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სანაპირო; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი, სოფ. ტინისხიდი.