ქედის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას კოსმეტიკური სამუშაოები 265 ათასი ლარად უნდა ჩაუტარდეს და უნდა დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სამუშაოები მაისში დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს უფლება ექნება აღსაზრდელი დროებით სხვა ახლომდებარე ბაღში, მათ შორის დაბა ქედაში არსებულ მეორე ბაღში გადაიყვანოს.
გლდანის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგება ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა.
„ამჟამად გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტისთვის ჯამში, 974 116...
წინა სტატია
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების თანახმად, ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის მიცემას, ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებებით განახორციელებს.
ასევე, ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტორნული რეგისტრატორით და უზრუნველყოფს საარჩევნო ოლქების სულ მცირე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მარადისში, ხიხანში, ალავარსა და კირაჩ-მუღანლოში შიდა გზების მოასფალტებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
აღნიშნული სოფლებში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 943 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ოთხივე სოფელში მოეწყობა ორფენიანი ასფალტირებული გზა, ასფალტ-ბეტონის საფარი, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე სისტემები და მისაყრელი გვერდულები.
გზის სიგანე კი ადგილზე განისაზღვრება, პროექტირების პროცესში,...
ხელვაჩაურის მერიაში ეკომიგრანტ ოჯახების საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
განცხადების მიღება 15 მარტამდე გაგრძელდება. განცხადებასთან ერთად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საცხოვრებელი სახლის ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა. განცხადების წარმდგენი ასევე ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ეკმიგრანტებისთვის, სავარაუდოდ,...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთში 2021 წლის 15 თებერვალს ხანძრის შედეგად საჯარო სკოლის ხის შენობა სრულად განადგურდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს ახალი სკოლის მშენებლობას. გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აღნიშნული სკოლის პროექტის შესყიდვაზე. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ასევე, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ხულოს მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პროექტების შესყიდვაზე. პროექტების შესყიდვის შემდეგ გადაწყდება მშენებლობა-რეაბილიტაციის დაწყების ვადები.
წელს აჭარის განათლების კულტურისა...
ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონის სანაპიროზე, 2148 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო შენდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
პროექტი, რომელიც ორი - 7 და 8 სართულიანი შენობისგან შედგება, ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახს ეკუთვნის. კოპალეიშვილებმა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მიწის ნაკვეთი 2016 წელს, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში შეიძინეს. 2020 წელს კი, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის პროექტი წარუდგინეს, სადაც...
ქუთაისის საკრებულო გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საკრებულოს ინფორმაციით, გასულ წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამივლინებო ნაწილში ქვეყნის შიგნით დახარჯა 986 ლარი, ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის 3431 ლარი. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
2020 წელს საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯები კი 3537 ლარი გახლდათ. წინა წელთან შედარებით 2020 წელს 40 000 ლარით შემცირდა საწვავის და ავტოტექნიკური მომსახურების ხარჯები.
პანდემიის გამოცხადების პარალელურად საკრებულოს თანამდებობის პირებმა შეიმცირეს საწვავის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისათვის 42 360 ლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი 24 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთი წლის განმავლობაში, დაიჭიროს 353 ძაღლი, გადაიყვანოს თავშესაფარში და გამოკვლევების შემდგომ ჩაუტაროს სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია...
წინა სტატია
იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 საარჩევნო უბანი. აღნიშნულ სიახლეს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა.
პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილებად გაიწერება შემდეგი ვალდებულება: კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით კომისიის...
წინა სტატია
საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება, რომელთაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, იმ პირობით, თუ მხარს დაუჭერს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასეთი წესი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილბებით შემოდის, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.
პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო...
გორის "ახალბაღში" დენდროლოგიური პარკი მოეწყობა. ასევე, გარკვეულ მონაკვეთზე საბავშვო ექსტრემალური სპორტისთვის ტალღოვანი ზედაპირი გაკეთდება.
ამის თაობაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტი შეცვალა, რისთვის "ახალბაღის'' რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის ფასი 7 მლნ-დან 9 მლნ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა წინადებების შეთავაზება 12 მარტიდან უნდა დაიწყონ, ხოლო წინადადებების მიღება დასრულდება 15 მარტს. კომპანიებს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.
ჩვენ...
დარჩი ყვარელში - რას სთავაზობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ადგილობრივ ახალგაზრდებს. თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ კახეთის რეგიონებს ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა ტოვებს. ისინი რაიონში ცხოვრებას დედაქალაქს ამჯობინებენ, ან სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენის მიზნით, ყვარლის თვითმართველობა 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს ბიზნეს იდეას 2021 წელსაც დაუფინანსებს.
ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატის შეცვლაზე იმსჯელა, რათა ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი, მათ მოლაპარაკების ჩაშლა დააბრალოს.
ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" სხვა წევრების განცხადებებმა განაპირობა – მათ ოპოზიციას ვითარების რადიკალიზაციასა და პირობის დარღვევაში დასდეს ბრალი.
“მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი და თავიდანვე გქონდა დაანონსებული, რომ შენობის არავითარი ბლოკირება არ იქნებოდა, უბრალოდ ვიდგებოდით...
პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის განხილვა იწყება. დოკუმენტი საარჩევნო პროცესში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი ჩანაწერი, სკოლების და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ეხება, რომლებსაც საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. დამრღვევი პირი კი – 2000 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
„საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით“, – ვკითხულობთ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტში.
დოკუმენტში...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (პირველი გურიფული, მეორე გურიფული, ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ, გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, ყორათი, პირველი ხორგა, ყულევი) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სარწყავი სისტემები; სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































