საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს

435

წინა სტატია

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების თანახმად, ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის მიცემას, ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებებით განახორციელებს.

ასევე, ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტორნული რეგისტრატორით და უზრუნველყოფს საარჩევნო ოლქების სულ მცირე იმდენ უბანში ელექტორნული მთვლელით ბიულეტენების დათვლას, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.

ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.