ქედაში საბავშვო ბაღი აღდგება

297

ქედის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას კოსმეტიკური სამუშაოები 265 ათასი ლარად უნდა ჩაუტარდეს და უნდა დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

სამუშაოები მაისში დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს უფლება ექნება აღსაზრდელი დროებით სხვა ახლომდებარე ბაღში, მათ შორის დაბა ქედაში არსებულ მეორე ბაღში გადაიყვანოს.