მარნეულის მერია 42 360 ლარად 353 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანას გეგმავს

261

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისათვის 42 360 ლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი 24 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთი წლის განმავლობაში, დაიჭიროს 353 ძაღლი, გადაიყვანოს თავშესაფარში და გამოკვლევების შემდგომ ჩაუტაროს სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურებები. ზემოაღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდგომ კომპანია ვალდებული იქნება, რომ რეგისტრირებული ცხოველები კვლავ ბუნებრივ არეალში, ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტში, დააბრუნონ.

წლებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავსი სახის მომსახურეობის ტენდერებს აცხადებს, თუმცა დახარჯული თანხის როდენობა 21 000-ს არასდროს აღემატებოდა. 2021 წელსაც ამავე რაოდენობის თანხის დახარჯვა იგეგმებოდა, რაზეც ბოლოდროინდელი ტენდერი მეტყველებს, რომელიც 2020 წლის 15 დეკებერს, 2021 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გამოცხადა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა მიიღო, რომელსაც მერიამ დისკვალიფიკაცია რამდენიმე მიზეზის გამო მიანიჭა. მათ შორის, თავშესაფრის ვეტერინარ(ებ)ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო.