თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტების შემოღება იგეგმება - ამის შესახებ საუბარია “თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამაში”, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.
პროგრამა რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რომელშიც მეტრო, ავტობუსები და ახალი ლურჯი ავტობუსები ჩაერთვებიან. საათნახევრის განმავლობაში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი, რომლის ღირებულება 50 თეთრი...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ინტერესის კონფლიქტის შემთხვევები გამოავლინა. საქმე ეხება ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიის ტენდერებში მონაწილეობას. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, ახალციხის მერის მრჩეველის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მისივე კომპანია ასრულებდა სამუშაოებს, რომლის ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებასაც ისევ მერის მრჩეველი ახორციელებდა. აუდიტი მიუთითებს რომ აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები,...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახალციხის მერია საკუთებაში არსებულ უძრავ ქონებას იჯარით საბაზროზე დაბალ ფასად გასცემს, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტმა 2018 - 2019 წლებში 232 ათასი ლარი აზარალა. გარდა ამისა, აუდიტმა დაადგინა რომ მუნიციპალური ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ, ამაზე კი მერია არ რეაგირებს. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის სამსახურის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტს ქონება იჯარით გაცემული აქვს ისე,...
ახალციხის მერიამ, 2018- 2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 209.1 ათასი ლარი გასცა, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად და ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, თანაბარი ოდენობის თანხა მიიღეს, მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს...
ახალციხის მუნიციპალიტეტს მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებული 6-7 სამორიგეო ავტომანქანის ნაცვლად 25 სამორიგეო და 13 კერძო ავტომობილი აქვს. გარდა ამისა, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების...
ახალციხის მერია კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად არ შესრულების გამო, დაჯარიმების ნაცვლად ხელშეკრულების ვადებს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებდა, ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში ახალციხის მერია მოქმედებდა კერძო კომპანიების ინტერესის სასარგებლოდ და იმ შემთხვევებში, როცა მიმწოდებელი არაკეთისინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მერია სათანადოდ არ რეაგირებდა.
2019 წელს მუნიციპალიტეტმა შპს ABEKA-სთან გააფორმა 5 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 1,699.8...
ახალციხეში ტენდერებს იგებდა კომპანია, რომლის მფლობელი იყო მუნიციპალიტეტის მერი, - ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს შპს „მელიზა“ იგებდა, სწორედ ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მერი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2020 წლის 19 თებერვალს მერმა შპს „მელიზას“ 100%-იანი წილი სამართავად გადასცა სხვა პირს.
ამასთან შპს...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყის ხანძრების პრევენციის და მართვის შესახებ ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე შესაბამისი უწყებების მზაობას და საკანონმდებლო ჩარჩოს საკითხებს ეხება.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, 2015 წელს დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა, განახლებული არ არის. პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად მისაღებია მრავალი ნორმატიული აქტი.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კანონით...
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტში, კომბინირებული საკვების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
მათივე ინფორმაციით, შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც, ჯამურად, 570,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,000 ლარია, 285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, მამუკა საღარეიშვილი და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა დუგლაძე დაესწრნენ.
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა...
ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსის შედეგებს აცხადებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 223-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ კი 50 საპროექტო განაცხადი შეირჩა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი ინიციატივები მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში განხორციელდება. მათ შორისაა სათემო პროექტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, კომერციული (ბიზნეს) ინიციატივები, არა-კომერციული ინიციატივები სოციალური მხადაჭერისა და თემის განვითარებისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმ სათემო და საწარმოო განვითარების ინიციატივების წამოწყების ან გაფართოების...
კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 მარტს საღამოს დაფიქსირდა. დაწყებულია გამოძიება.
მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია...
კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში, 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
„ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს....
ქარელში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აღნიშნავენ, საბავშვო ბაღების სამშენებლო და...
გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, გარდა ქარელისა, საქართველოს მასშტაბით დევნილთა დასახლებებში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება.
„18 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება. პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია დევნილთა დასახლებებში არსებული...
საქართველოში 8 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
დღეიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იხსნება; ასევე დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ -კვირის გარდა.
ამასთან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს.
„სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































