ყვარლის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 90 500 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 90.5 ათასი ლარი. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 397 ლარი. აუდიტის ინფორმაციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო,...
დაბა ასპინძის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკს რეაბილიტაციას შპს „გია კონსტრაქშენი“ ჩაუტარებს. მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას 1 836 948 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული სამუშოები განახორციელოს მშენებლობისთვის ხელშემწყობი კლიმატური პირობების დადგომიდან 9 თვის ვადაში. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, პროექტის დასრულების შემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის დღიდან აითვლება 3...
ყვარლის მერიამ თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა დაამონტაჟა, თუმცა ვერ იყენებს, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტმა 7.4 ათას ლარად შეიძინა ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა (ტურნიკეტი), თუმცა აუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა აღნიშნული სისტემის მიერ აღრიცხული მონაცემები. "როგორც გაირკვა, ტურნიკეტს ამოქმედებიდან მალევე შეექმნა ტექნიკური პრობლემები. კერძოდ, ვერ ხერხდება სისტემაში თანამშრომელთა...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და დაწესებული შეზღუდვების უმეტესობის შემსუბუქება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავ უმნიშვნელოვანეს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, „კომენდანტის საათის“ შემსუბუქების საკითხი დადგება. როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი დღევანდელ სხდომაზეც იყო, თუმცა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. „დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ამ საკითხეზეც. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება სასურველი არაა. თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება....
ყვარლის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში, დასუფთავების მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა: 2018 წელს − 4.6 ათასი ლარი, 2019 წელს − 5.6 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საკრებულოს დადგენილების მიხედვით, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები...
9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1 მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაქალაქის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის...
ყვარელის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს დისკვლიფიკაცია მიენიჭა და სანიაღვრეების მოწყობაში 17 800 ლარით მეტი დაიხარჯა, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2019 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 3 ტენდერი სანიაღვრე არხების მოსაწყობად, ჯამური ღირებულებით − 117.1 ათასი ლარი. აუდიტის შესწავლით ირკვევა, რომ სატენდერო კომისიამ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სამივე ტენდერში დაბალი ფასის მქონე...
რუსთავის შიდასაქალაქო სატრანსპორტო კომპანიებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც საქალაქთაშორისო მგზავრების აყვანა ქალაქის შემოსასვლელში უნდა მოხდეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. ინიციატივის შესახებ კომპანიების წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს. როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ განაცხადა, შორი პერსპექტივისთვის საქალაქთაშორისო მგზავრთა აყვანა ქალაქის შემოსასვლელიდან რუსთავში რიგ პრობლემებს მოაგვარებს. "დღესდღეობით მგზავრისთვის რთული ასახსნელია, რა სიკეთეებს გამოიწვევს სადგურის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საბავშვო ბაღის კედელი გაიბზარა. როგორც ადგილობრივები რადიო "მოზაიკასთან" საუბარში აღნიშნავენ, აღსაზრდელთა რაოდენობიდან გამომდინარე მათი გადანაწილების მიზნით, სოფლის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღის შენობას ფართი მიუმატეს, რომელიც მალევე დაზიანდა. ეს საკითხი გორის მერთან შეხვედრისას, ადგილობრივმა ნათია მჭედლიძემ გააჟღერა. "ნიქოზის საბავშვო ბაღს, აღსაზრდელთა რაოდენობის გამო, სოფლის პროგრამის ფარგლებში ფართი მიამატეს, რომლის კედელიც მალევე გაიბზარა. საჭიროა დროული ყურადღება, რადგან საფრთხე ბავშვებს...
ყვარლის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განხორციელა, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, შემოსულობებმა 2018-2019 წლებში − 27,047.2 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 25,558.1 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში. აუდიტის ინფორმაციით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანდოდ შეასრულა. "აღნიშნული ძირითადად...
მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ძველი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც არსებული მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. მათი ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში, 1 000 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება: მულტიფუნქციური დარბაზი; სივრცე სამაგიდო თამაშებისათვის; მცირე სპორტული დარბაზი; ადმინისტრაციული ოთახები; 186 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია. „სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ტოვებს არასწორია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. „ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე...
კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.თბილისის მერმა კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა. „პრაქტიკულად ახალი ხიდი აშენდა. ეს არის აეროპორტამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია შარშან განვახორციელეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, თავისი განათებებით. მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, ამის ქვემოთ გადის სარკინიგზო მაგისტრალი და გარკვეული შეფერხებები...
წყალმომარაგების კომპანია, დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი ახალი ჭაბურღილი, სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელები, მაგისტრალები და რეზერვუარი. სამუშაოების ფარგლებში...
ქარელის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 178 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 178.6 ათასი ლარი. როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 490 ლარის ოდენობით. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ