27-28 მარტს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში სწრაფ წადრაკში კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი ჩატარდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. ჭადრაკის კლუბის დირექტორის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. „27 მარტს ჩატარდება ტურნირი 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ხოლო 28 მარტს - 18 წლამდე ასაკში. მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის მოჭადრაკეები. შეჯიბრი ტარდება შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად....
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლერი ბარნაბიშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას. “ლერი ბარნაბიშვილს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ხოლო,...
USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ღვინისა და გიდის ონლაინ სკოლას გახსნის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კახეთის მაშტაბით 14 მარანში გადაღებული თეორიული ვიდეო მასალები სპეციალურად შექმნილ ვებპლათფორმაზე განთავსდება. DMO – ” Visit Kakheti-ს ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო ლექციები მოიცავს მრავალფეროვან თემატიკას/საკითხებს, მათ შორის მეღვინეების წარმატების ისტორიებსა და რჩევებსაც, რაც კავშირშია ღვინის ტურიზმის განვითარებასთან. მისი...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ოჯახებს ბინის დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდათ. „წლევანდელ ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულება გახლავთ. ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა - საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ამ ბინებში ცხოვრობს...
სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი და ნაკლები ქულა აქვთ, მერია სწავლის საფასურს დაუფინანსებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახ კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების განხორციელებამდე ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთაც სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 ათასზე ნაკლები იყო. ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, ჩვენი ინიციატივით, პროგრამის დაფინანსება გაიზარდა თბილისში რეგისტრირებული იმ სოციალურად...
თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიამ დააზარალა ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა და აღნიშნა, რომ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული. „პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის კულტურისა და ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება,...
თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. ის დღემდე, დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ტოგონიძეს, რომელმაც ფონდის დირექტორის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, წარმატებები უსურვა. „ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც დღემდე თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, კერძო სექტორში, ბიზნესში გადადის. მინდა, მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ფონდის დირექტორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას...
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, მათ შორის ევროპარლამენტში გამართულ დებატებს და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს. "ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვაქვს სისტემატური შეხვედრები. მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში მიმდინარე დებატები, ასევე შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოში, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებს და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ყოველთვის",- განაცხადა ტალიაშვილმა.
ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ. ადგილზე სამართალდამცავები და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული. "არსად გვაქვს წასასვლელი, გადმოგვცეს მთავრობამ ფართები, გვიჭირს, საკვების ფულს ვერ ვშოულობთ და შესაბამისად, ქირის ფულსაც ვერ ვიხდით. აქ 40-მდე ოჯახი ვართ შემოსული და გასვლას არ ვაპირებთ",- აცხადებენ მოქალაქეები. ე.წ. იაფი სახლის კორპუსები...
“ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკის ფარგლებში, წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები. გარდა ამისა, მეტროს სისტემაში დამატებულია, დაახლოებით, 15 ახალი შემადგენლობა. “თქვენ იცით, რომ გასულ წელს შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, რათა დაგვეწყო მიკროავტობუსების ჩანაცვლება. არსებული...
სენაკის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია. დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში  გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება: მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში – ბათარიას უბანში, რკინიგზის ხიდის მიმართულებით, მილხიდის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის მოწყობა; საწულეისკირიოს უბანში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში...
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით დასტურდება, რომ ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული. „მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რომელიც ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული“. მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას, რათა მასში გათვალისწინებული იყოს უახლესი რეკომენდაციები“, - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს შეფასებისთვის დღეს გადაეგზავნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით ფარცვანიასთან და შიდა ქართლის გუბერნატორ მამუკა საღარეიშვილთან ერთად დაათვალიერა. „200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო...
„ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ კვლევითი დოკუმენტის „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე“ 12 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ პრეზენტაციასა და დისკუსიას გაამრთავს. ორგანიზატორების თქმით, კვლევითი დოკუმენტის საფუძველზე, თბილისში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ინსტიტუციური მექანიზმის - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საერთაშორისო პრაქტიკას და შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის იმ გამოცდილებას, რომელიც ბათუმსა და...
წინა სტატია სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 220 ოჯახს მთავრობამ ბათუმში ახლადაშენებულ, დასრულებულ კომპლექსში ბინები გადასცა. „მოსახლეობამ გადაცემული ბინების რემონტით უზრუნველყოფის მოთხოვნით აქცია გამართა. თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია შეწყვიტა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ...
მერიის შენობაში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ამ დრომდე ვერ ახერხებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებას ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები საკუთარ კაბინეტში, მიზეზი ოთახში ჭერის ჩამონგრევაა. მერიის პრესამსახურმა დაპირების მიუხედავად, დაზიანებული კაბინეტის გადაღების უფლება არ მოგვცა. ქობულეთის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს, რომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მოხდეს სახელმწიფო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ