ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.
ადგილზე სამართალდამცავები და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.
“არსად გვაქვს წასასვლელი, გადმოგვცეს მთავრობამ ფართები, გვიჭირს, საკვების ფულს ვერ ვშოულობთ და შესაბამისად, ქირის ფულსაც ვერ ვიხდით. აქ 40-მდე ოჯახი ვართ შემოსული და გასვლას არ ვაპირებთ”,- აცხადებენ მოქალაქეები.
ე.წ. იაფი სახლის კორპუსები ბათუმის მერიის დაფინანსებით არის აშენებული.