სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 220 ოჯახს მთავრობამ ბათუმში ახლადაშენებულ, დასრულებულ კომპლექსში ბინები გადასცა.
„მოსახლეობამ გადაცემული ბინების რემონტით უზრუნველყოფის მოთხოვნით აქცია გამართა.
თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია შეწყვიტა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.