„ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ კვლევითი დოკუმენტის „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე“ 12 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ პრეზენტაციასა და დისკუსიას გაამრთავს.
ორგანიზატორების თქმით, კვლევითი დოკუმენტის საფუძველზე, თბილისში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ინსტიტუციური მექანიზმის – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საერთაშორისო პრაქტიკას და შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის იმ გამოცდილებას, რომელიც ბათუმსა და ოზურგეთში წლების მანძილზე დაგროვდა.
“დღეს ქალაქების მართვისას საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული მმართველობის თანმდევ პროცესად მიიჩნევა. ფართოდ არის აღიარებული, რომ ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მდგრადი, სამართლიანი და თანასწორი ქალაქების ფორმირებას უწყობს ხელს. საქართველოს ქალაქების გამოცდილებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ურბანული მართვისა და განვითარების პროცესი ხშირად მოქალაქეებისგან გამიჯნულად მიმდინარეობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ონლაინ პრეზენტაციაზე მომხსენებლები იქნებიან:
ნათია კეკენაძე – კვლევის ავტორი, თსუ-ს ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი
ნათია აფხაზავა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (ჩშI) ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი
გრიგოლ მახარაძე – გურიის სამოქალაქო ცენტრი, პროექტის მენეჯერი
მოდერატორი: ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრი (Uღჩ), პროექტების ხელმძღვანელი
ღონისძიებაზე დასწრებისთვის, რომელიც ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიამრთება, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ კი, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებთ ღონისძიების ბმულს.
პროექტი: „ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება“ ხორციელდება „ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.