სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი და ნაკლები ქულა აქვთ, მერია სწავლის საფასურს დაუფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახ კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილების განხორციელებამდე ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთაც სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 ათასზე ნაკლები იყო.
ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, ჩვენი ინიციატივით, პროგრამის დაფინანსება გაიზარდა თბილისში რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახებს ერთიან ბაზაში 150 ათასი და ნაკლები ქულა აქვთ. ამ ცვლილების განხორციელებამდე ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთაც სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 ათასზე ნაკლები იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად სტუდენტებმა მერიას 31 მაისის ჩათვლით უნდა მიმართოს. პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასური 2000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდებათ.