სალომე ზურაბიშვილი: განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას

452

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით დასტურდება, რომ ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული.

„მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რომელიც ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული“. მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას, რათა მასში გათვალისწინებული იყოს უახლესი რეკომენდაციები“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს შეფასებისთვის დღეს გადაეგზავნა.