სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე პროეტებს ახორციელებს. გამგეობის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, საცხოვრებელი კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო ერთ მისამართზე უკვე დასრულდა. პროექტების შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 89 415 ლარი გამოიყო. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის პროეტები შემდეგ მისამართებზე დაფინანსდა: ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N403; ვარკეთილის მე-3ა მიკრორაიონი, კორპუსი...
24 მარტს მარნეულელი ახალგაზრდების ჯგუფმა უსახლკარო ძაღლების დასაჭერად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „იბრაგიმ ახალგაზრდების კავშირის“ წევრი მალიქ აგაევის თქმით, მიუსაფარი ძაღლები ბავშვებსა და მოხუცებს აწუხებენ და სწორედ ამიტომ მიმართეს მერიას. "რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ რომ მაწანწალა ძაღლები ქალაქში, სოფლებში მოხუცებს და ბავშვებს აწუხებენ. გადავწყვიტეთ, რომ ხელმოწერა შევაგროვოთ და ოფიციალურად მივმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. 100-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ....
მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ამჟამად საგზაო სამუშაოები ზანდუკელის ქუჩა N12-ში მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ. ასევე, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. აღნიშნულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია „ელიზი“ ასრულებს.
video
ავარიული ქუჩები ბათუმისთვის უცხო ხილი არ არის, თუმცა, დღეს გოგოლისა და ბაგრატიონის ქუჩები იმდენად ამორტიზებულია, რომ გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. იმის გამო, რომ მძღოლების უმრავლესობა შემოვლითი გზებით სარგებლობას ამჯობინებს, ისედაც გადატვირთულ ქუჩებში, საცობები კიდევ უფრო მეტად იქმნება. ამას თან, ავარიული შემთხვევებიც ემატება. შედის თუ არა ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმის მერიის გეგმებში, თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ორმოები, დაზიანებული ფილები, ამორტიზებული ლიანდაგი -...
ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ნავთლუღში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს: გაბრიელ სალოსის გამზირი N1 – ბრტყელი სახურავის და წყალსაწრეტი მილების მოწყობა; გაბრიელ სალოსის გამზირი N41- სადარბაზოს რემონტი; გაბრიელ სალოსის გამზირი N102 - სადარბაზოს რემონტი; გაბრიელ სალოსის გამზირი N149 - სენსორული სანათები; იუნკერთა ქუჩა N13 - ქანობიანი სახურავის და წყალსაწრეტი მილების მოწყობა; ქეთევან წამებულის გამზირი...
გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ეს აბსურდია, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ტოვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას. მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი და ეფექტური მენეჯერი. „თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის...
video
ბათუმის საკრებულომ 6 პასიურ და 4 მეტ-ნაკლებად პასიურ დეპუტატს, ხელფასის სახით, 48 600 ლარი გადაუხადა. რიცხვები 2020 წლის მეოთხე კვარტალს ასახავს. საჯარო ინფორმაცია საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  მესამე სექტორში ამბობენ, რომ ცუდი ტენდენციაა, როცა სრული შემადგენლობის 40 პროცენტი აქტიურობით არ გამოირჩევა. ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში სულ 25 წევრია. აქედან მხოლოდ 24 პროცენტიია მეტ-ნაკლებად აქტიური. საკითხთან დაკავშირებით საპასუხო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი მოსახლეობაში დრამატულად დაცემულია. "დრამატულად არის დაცემული პირბადის ტარების მაჩვენებელი. 43-ზე გითხარით და კიდევ დღესაც ახალი პროგნოზირება გაკეთდა. 43%-ზეა. 50%-ს ქვემოთ პანდემიის პერიოდში ითვლება ძალიან საგანგაშოდ", — განაცხადა გამყრელიძემ.
წინა სტატია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირეს, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "მოქალაქეების" მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა, თუმცა, მის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი 113 დეპუტატი არაა. ბოიკოტის გამო საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ ქართული ოცნების, მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების 96 დეპუტატია ჩართული. ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაიწევს. "ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, კაჩაგნის N1 და ზემო სარალის საჯარო სკოლებში, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამ სკოლაში შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ ბიუჯეტიდან ჯამში 204 918 ლარი გამოყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამი ტენდერი გამოაცხადა. თითოს ღირებულება 68 306 ლარს შეადგენს. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ხელოვნურსაფარიანი იქნება. ქეშალოს საჯარო სკოლის და ზემო სარალის საჯარო სკოლის კომბინირებული მინი...
8-12 მაისს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება, ფართო აუდიტორიას უმასპინძლებს და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. „ფესტივალის ფარგლებში, გარდა ძირითადი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამისა, ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოპები, საქართველოს ფრანგული კინოსკოლის პრეზენტაცია, მსოფლიო და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივები, შეხვედრები და დისკუსიები ფილმების ავტორებთან. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცევა...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიის გასხვისების საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საკრებულომ მერიას უფლება მისცა ტერიტორია აუქციონის წესით გაასხვისოს. "ლელოს" წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა პაპუნა კობერიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მისი თქმით, აღნიშნული შენობის რეაბილიტაციისა და შემდეგ ობიექტის დაცვისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, ახლა კი ხელისუფლება ობიექტის გასხვისების გადაწყვეტილებას იღებს. "მე არ მივიღე მონაწილება როდესაც ამ საკითხს...
გორის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტში ცვლილებები შევიდა. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. როგორც ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, ცვლილება შეეხო 4 მარშრუტს.
ხარაგაულის თვითმმართველობამ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრისთვის 2 250 კვმ მიწა კერძო პირისგან გასულ წელს შეიძინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  მიწის ამ ფართიდან 1 050 კვმ-ზე საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა. დარჩენილი ფართი კი საბავშვო ბაღისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტი 412 კვმ მიწას იმავე მესაკუთრისგან შეძენას აპირებს. ხევში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ფინანსებს ავტობანის მშენებლობის დამკვეთი...
გურჯაანის მერიაში იშვიათი დაავადებების მქონე პირების თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო. საუბარია ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებულ ადამიანებზე, რომლებსაც სპეციალური საკვები სჭირდებათ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, იმისთვის რომ დახმარება მიიღონ ბენეფიციარებმა მერიას სპეციალური განცხადებით უნდა მიმართონ. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ გასულ წელს თანადაფინანსება 2000 ლარი იყო გათვალისწინებული. წელს უკვე სხვადასხვა მიზეზების გამო მოიმატა და 3000 გახდა....
წინა სტატია შემდეგი სტატია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები უკვე დიდი ხანია, თანხმდებიან, რომ პირდაპირი დემოკრატია, ანუ მოქალაქის უშუალო მონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობა, პრობლემების გადაჭრისა და ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური გზაა. ამიტომაც, მმართველობის სხვადასხვა დონეზე სულ უფრო მეტად ინერგება ისეთი პროგრამები, რაც მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტად გაზრდის. ამის საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეა, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობაა, პირველ რიგში, მმართველობის ის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ