ნავთლუღში რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

496

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ნავთლუღში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს:

  • გაბრიელ სალოსის გამზირი N1 – ბრტყელი სახურავის და წყალსაწრეტი მილების მოწყობა;
  • გაბრიელ სალოსის გამზირი N41- სადარბაზოს რემონტი;
  • გაბრიელ სალოსის გამზირი N102 – სადარბაზოს რემონტი;
  • გაბრიელ სალოსის გამზირი N149 – სენსორული სანათები;
  • იუნკერთა ქუჩა N13 – ქანობიანი სახურავის და წყალსაწრეტი მილების მოწყობა;
  • ქეთევან წამებულის გამზირი N91 – ქანობიანი სახურავის და წყალსაწრეტი მილების მოწყობა;

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 174 333 ლარით ფინანსდება.