გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ეს აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ტოვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას.
მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი და ეფექტური მენეჯერი.
„თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ეს აბსურდია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს ტელეკომპანია ფორმულამ ადგილობრივ ოპოზიციაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ თორნიკე რიჟვაძე გადადგომას აპირებს.