გამყრელიძე: დრამატულად დაეცა პირბადის ტარების მაჩვენებელი, 43%-ზეა, 50%-ს ქვემოთ პანდემიისას საგანგაშოა

399

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი მოსახლეობაში დრამატულად დაცემულია.

“დრამატულად არის დაცემული პირბადის ტარების მაჩვენებელი. 43-ზე გითხარით და კიდევ დღესაც ახალი პროგნოზირება გაკეთდა. 43%-ზეა. 50%-ს ქვემოთ პანდემიის პერიოდში ითვლება ძალიან საგანგაშოდ”, — განაცხადა გამყრელიძემ.