მთაწმინდაზე შვიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

503

მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ამჟამად საგზაო სამუშაოები ზანდუკელის ქუჩა N12-ში მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ. ასევე, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

აღნიშნულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია „ელიზი“ ასრულებს.