სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

517

სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე პროეტებს ახორციელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, საცხოვრებელი კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო ერთ მისამართზე უკვე დასრულდა. პროექტების შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 89 415 ლარი გამოიყო.

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის პროეტები შემდეგ მისამართებზე დაფინანსდა: ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N403; ვარკეთილის მე-3ა მიკრორაიონი, კორპუსი N332; ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონი, მეორე რიგი, კორპუსი N411; ჭიჭინაძის ქ. N31; ვარკეთილის ზემო პლატო, კორპუსი N18; ვარკეთილის ზემო პლატო, კორპუსი N46.