გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება კონკურსს - "მიწერე წერილი ბიბლიოთეკას“ აცხადებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. წერილის გაგზავნა კი შესაძლებელია, როგორც ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე, ბიბლიოთეკაშიც.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 26 აპრილია.
24 მაისს გამოვლინდება სამი საუკეთესო წერილის ავტორი. მათ საჩუქრები გადაეცემათ. ხოლო ყველა შემოსული წერილი ერთ წიგნად აიკინძება და წლის ბოლომდე დაიბეჭდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ნინოწმინდის სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 350 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, იმ ლოკაციებზე, სადაც ახლა სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება აქამდე არხები არ იყო.
"ორი უბანია ზედა და ქვედა. ქვედა უბანში იყო მოწყობილი სანიაღვრე არხები, ზედაში არა და ახლა სწორედ ამ მონაკვეთის მოწყობა იგეგმება,"— აცხადებენ მერიაში.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით პრეტენდენტმა 24-29...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი სამსახურის უფროსის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ეს სამსახურებია: ქონების მართვისა და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ შიდა კონკურსში საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ორმა პირმა გაიარა.
„ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსისთვის გამოცხადებულ ვერც შიდა და...
ახალი სკოლის მოდელის" დანერგვა ამ ეტაპზე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ 18 სკოლაში მიმდინარეობს, - აცხადებენ გორის საგანმანათლებლო რესურცენრტრში.
ახალი მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც არსებულ გამოწვევებზე და სირთულეებზე ისაუბრეს.
"მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ. ლიდერობის ექსპერტისგან, კოორდინატორისგან, საგნობრივი მიმართულების ექსპერტებისა და ინკლუზიური მიმართულების ექსპერტისგან მოვისმინეთ პროცესის მიმდინარეობის ანალიზი. გამოვკვეთეთ ძირითადი სირთულეები და ვისაუბრეთ...
აბიტურიენტებს, საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდეა შეუძლიათ- ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის, 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მსგავსად საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად შემდეგი გამოცდები ბარდება:
1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ...
თბილისში ლისის ტბასთან თერმული წყლების მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანია “თერმული წყლების” პრივატიზების აუქციონი დღეს სრულდება. კომპანიის აქტივები, რომლებიც ძირითადად მილსადენებისგან შედგება, 1,511,000 ლარად იყიდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელს სახელმწიფო წარმოადგენს.
ჯერჯერობით, ტენდერში საკუთარი წინადადება არცერთ კომპანიას არ დაუფიქსირებია.
სატენდერო აღწერილობის თანახმად, კომპანიის აქტივების ღირებულებაა 1,528,273 ლარი, ხოლო მისი ვალდებულებები კი 17,273 ლარს შეადგენს. კომპანიის საკუთრებაში...
ბერბუკის დევნილთა დასახლებას ტრანსპოტრი დაენიშნა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ განჯელაშვილის თქმით ნუსხაში შევიდა ახალი მარშუტი და განისაზღვრა ტარიფი.
"დადგენილებაში შევიტანეთ ცვლილება, ნუსხას ოფიციალურად დაემატა ახალი მარშუტი ბერკუბის დევნილთა დასახლების მიმართულებით. განისაზღვრა ტარიფი და დაწესდა 80 თეთრი", - ამბობს არჩილ განჯელაშვილი
ახტალას ტყე-პარკთან ერთად, გურჯაანელებს კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი ექნებათ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
15 ჰექტარზე გადაჭიმულ კულტურისა და დასვენების პარკში სამუშაოები სრულდება. მალე დამონტაჟდება ატრაქციონებიც. პარკი გათვლილია ნებისმიერი ასაკის ვიზიტორზე.
2015 წლიდან დღემდე თელავის მუნიციპლიტეტის მერია სასმელი წყლის მოვლა- პატრონობის შესასყიდად ტენდერებს ორ ნაწილად აცხადებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტი სამელი წყლის მოვლა-პატრონობას კეთილმოწყობის სამსახურის, ხოლო ჭაბურღილებზე არსებული ტუმბოების, ელექტრომოწყობილობების შეცვლასა და ტექნიკურ მომსახურებას, კერძო კომპანია აქვა- ენერჯი+” სგან ყიდულობს.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიას ასეთი საქმიანობისათვის ლიცენზია არ აქვს, ყოველწლიურად გამარჯვებას 485 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში კონკურენტის გარეშე აღწევს.
"აქვა-ენერჯი+" 2015...
ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არის, რომ პირველ ეტაპზე უნდა გამკაცრდეს უკიდურესად აღსრულება იმ შეზღუდვების, რომელიც დღეს დაწესებულია, ეს გახლავთ ღამის კარანტინი და შაბათ-კვირას რესტორნების შეჩერება და დიდი თავშეყრის პრევენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაქსიმალურად აუცილებელია, ასევე, პირბადის ტარება.
„ეს არის 3 მთავარი რეკომენდაცია. თუ ჩვენ ავალთ რაღაც ზღვრამდე და ამ...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს ტესტირება ჩაუტარდეთ.
„აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაა, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. მაგრამ ამასთანავე სიფრთხილეა საჭირო. მოგეხსენებათ, რომ სამეგრელოში ეპიდსიტუაცია იძაბება. სამეგრელო, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ამაზე დღეს ხანგრძლივი...
„ქართული ოცნების“ მმართველობისას ძალიან ბევრი რამ კეთდება, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იზრდება რეკრეაციული ზონები დედაქალაქში, თუმცა ეს საკითხი მაინც რჩება სპეკულაციის საგნად, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
„ამ შემთხვევაში მინდა, გამოვეხმაურო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ მიერ 50 მილიონი ლარის ქონების სახით გადაეცა დედაქალაქს და იქ...
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. კანონმდებლებმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ბიუროს რიგით მეექვსე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
დავით გაბაიძის განცხადებით, პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი ღია მმართველობის საბჭოს წევრების მიერაა ინიცირებული და უმაღლესი საბჭოს ღიაობასა და...
წინა სტატია
ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განმარტება აჭარის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.
ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა.
„დასკვნიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. მან ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით.
აუდიტის დასკვნის საფუძველზე აღძრულია საქმე, დარღვევებს შესაბამისი ორგანოები იკვლევენ. დასკვნა ეხება...
საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს. სოფელ ნიქოზის ამბულატორიას რამდენიმე სამედიცინო კაბინეტისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურა გადაეცა.
პროექტი იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, სოფელი ნიქოზის ამბულატორიას 64,643 ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა, რომლითაც ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარებაა შესაძლებელი.
სამედიცინო აღჭურვილობა ყველა შესაბამისი რეგულაციის დაცვით უკვე ფუნქციონირებს და სრული...
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აგრარულ სექტორში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა.
„პირველი და უმთავრესი სექტორის განვითარებისთვის მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდაა და ამ იდეის ფარგლებში მთავრობის და პრემიერის გადაწყვეტილებით გაფართოვდა პროგრამა, რომელიც უკვე სახნავი და სათიბი მიწების პრივატიზების საშუალებას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































