როგორი იქნება გაახლებული კულტურის და დასვენების პარკი გურჯაანში

516

ახტალას ტყე-პარკთან ერთად, გურჯაანელებს კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი ექნებათ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

15 ჰექტარზე გადაჭიმულ კულტურისა და დასვენების პარკში სამუშაოები სრულდება. მალე დამონტაჟდება ატრაქციონებიც. პარკი გათვლილია ნებისმიერი ასაკის ვიზიტორზე.