გურჯაანის ბიბლიოთეკა კონკურსს – “მიწერე წერილი ბიბლიოთეკას“ აცხადებს

575

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება კონკურსს – “მიწერე წერილი ბიბლიოთეკას“ აცხადებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. წერილის გაგზავნა კი შესაძლებელია, როგორც ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე, ბიბლიოთეკაშიც.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 26 აპრილია.

24 მაისს გამოვლინდება სამი საუკეთესო წერილის ავტორი. მათ საჩუქრები გადაეცემათ. ხოლო ყველა შემოსული წერილი ერთ წიგნად აიკინძება და წლის ბოლომდე დაიბეჭდება.