ნინოწმინდის მერია სანიაღვრე არხებისთვის 350 000 ლარის გამოყოფას გეგმავს ​

1101

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ნინოწმინდის სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 350 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.

როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, იმ ლოკაციებზე, სადაც ახლა სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება აქამდე არხები არ იყო.

“ორი უბანია ზედა და ქვედა. ქვედა უბანში იყო მოწყობილი სანიაღვრე არხები, ზედაში არა და ახლა სწორედ ამ მონაკვეთის მოწყობა იგეგმება,”— აცხადებენ მერიაში.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით პრეტენდენტმა 24-29 აპრილის განმავლობაში უნდა წარადგინოს  დოკუმენტაცია და გამარჯვების შემთვევაში ხელშეკრულების დადებიდან 16 კვირის განმავლობაში განახორციელოს დამბების, არხების, სარწყავი არხებისა და აკვედუკების/ღარხიდების მშენებლობა.