გამყრელიძე: პირველ ეტაპზე, უკვე არსებული შეზღუდვების აღსრულება უნდა გამკაცრდეს

509

ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არის, რომ პირველ ეტაპზე უნდა გამკაცრდეს უკიდურესად აღსრულება იმ შეზღუდვების, რომელიც დღეს დაწესებულია, ეს გახლავთ ღამის კარანტინი და შაბათ-კვირას რესტორნების შეჩერება და დიდი თავშეყრის პრევენცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად აუცილებელია, ასევე, პირბადის ტარება.

„ეს არის 3 მთავარი რეკომენდაცია. თუ ჩვენ ავალთ რაღაც ზღვრამდე და ამ ზღვრის ერთი ინდიკატორი არ არსებობს, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. ამ დროისთვის პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი 50-ია“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.