ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენლისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერის წარმომადგენლის შესარჩევად, დაინტერესებულმა პირმა მონაცემები ბორჯომის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე borjomimunicipality@gmail.com–ზე 19 აპრილამდე უნდა გააგზავნონ.
რაც შეეხება, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიას, მსურველებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უნდა შეავსონ. ვადა სამ დღეში იწურება.
აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა...
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ახალი ოპოზიციური პარტია როცა ჩამოყალიბდება, სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას შეუერთდება. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,
„ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში, ოპოზიციის მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტიაც, როცა ის ჩამოყალიბდება, ამ მოთხოვნას შეუერთდება. ჩემი მოლოდინი ასეთია. თქვენ იცით, რომ რიგგარეშე არჩევნები ცარიელი ბრალდება...
სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათავლიერეს.
„მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. წელს სამცხე-ჯავახეთში 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, და-ძმის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.
დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ღონისძიებას კულტურისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ოჯახის წევრები და ახლობლები, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ქუჩის მცხოვრებლები და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს ქართული ენის დღის აღნიშვნასთან...
ბათუმის მერიასა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიას ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი 2020-2030 წლებისთვის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების ხელშეწყობასა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
„მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმის...
წინა სტატია
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობის 6 დეპუტატის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ არასწორია და ამით გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.
თალაკვაძის შეფასებით, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფება მიუღებელი და გაუმართლებელია.
„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გამოავლინა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ეხება სადგურის დასახლებაში არსებული ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 55 000 ლარია.
"გათვალისწინებულია გრუნტის დამუშავება დეკორატიული ბორდიურის მოსაწყობად, ასევე დეკორატიული ქვაფენილის მოწყობა და ა.შ" , - ვკითხულობთ ტენდერის პირობებში.
ფერისცვალების სახელობის ეკლესია სადგურის დასახლებაში 2014 წელს გაიხსნა.
ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება.
შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება.
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ყოფილი კლინიკის შენობის ყიდვით არავინ დაინტერესდა. მერიამ ელექტრონული აუქციონი 30 მარტს გამოაცხადა, თუმცა, ამ დრომდე აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 930 000 ლარია. მერიის მიერ შემუშავებული წესების თანახმად, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
"პრივატიზებიდან 1 წლის ვადაში, უნდა მოხდეს #1 შენობის არა დემონტაჟი, არამედ დანგრევა, უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით. პრივატიზაციიდან 4 წლის...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევებია. კოვიდ-19-ით დაავადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ეკლესიის შემთხვევებთან კავშირში მყოფი ხუთი თანამშრომელი. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია განმარტავს, რომ დაწესებულების ყველა თანამშრომელი 72-საათიანი ინტერვალით ტესტირებას დაექვემდებარა.
” გიდასტურებთ, რომ ხუთი თანამშრომელი დაინფიცირდა. ერთ-ერთი ნამდვილად გახლავთ, სასულიერო პირის ოჯახის წევრი, რომელიც პარალელურად, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. სანამ ბოლომდე...
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ.
"ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები," - საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.
ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატია. 2018-2020 წლებში ის შიდა...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ დავიწყოთ საუბარი "ლოქდაუნზე", დახურვებსა და გამკაცრებებზე.
თემაზე მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას ისაუბრა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს.
„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა - დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე...
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მომსახურების ბიუროს მოწყობის თაობაზე.
პროექტის მიზანია მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიუროს მოწყობა დაგეგმილია ერთი ფანჯრის პრინციპით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოება, რომელიც მორგებული და ადაპტირებული იქნება შ.შ.მ. პირთათვის. მოქალაქეები მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებენ ყველა სახის...
სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 259 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 053 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების...
სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, განიხილება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების დაწესების საკითხი და იგეგმება თუ არა სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა.
„ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაოზე გასვლა ძალიან ნორმალურია, იქ კვერცხის გადაგორებაც და ყველაფერი,...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი. მისივე თქმით, სტაციონარში მოხვედრილი პაციენტები უფრო მძიმე ფორმის მატარებლები არიან, ვიდრე პირველი ან მეორე ტალღისას.
"მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გაახალგაზრდავებული არის თვითონ ინფექციის გავრცელების კუთხით ჰოსპიტალში მოხვედრილი ჩვენი პაციენტების ასაკი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან საყურადღებო", — განცხადა ტიკარაძემ იმედის ეთერში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































