გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ყოფილი კლინიკის შენობის ყიდვით არავინ დაინტერესდა. მერიამ ელექტრონული აუქციონი 30 მარტს გამოაცხადა, თუმცა, ამ დრომდე აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 930 000 ლარია. მერიის მიერ შემუშავებული წესების თანახმად, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
“პრივატიზებიდან 1 წლის ვადაში, უნდა მოხდეს #1 შენობის არა დემონტაჟი, არამედ დანგრევა, უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით. პრივატიზაციიდან 4 წლის ვადაში კი, მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
აუქციონი 14 აპრილს, 17 საათზე სრულდება.