გორის მერია სადგურის დასახლებაში არსებული ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობას აფინანსებს

283

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ეხება სადგურის დასახლებაში არსებული ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 55 000 ლარია.

“გათვალისწინებულია გრუნტის დამუშავება დეკორატიული ბორდიურის მოსაწყობად, ასევე დეკორატიული ქვაფენილის მოწყობა და ა.შ” , – ვკითხულობთ ტენდერის პირობებში.

ფერისცვალების სახელობის ეკლესია სადგურის დასახლებაში 2014 წელს გაიხსნა.