ტიკარაძე: გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი

249

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი. მისივე თქმით, სტაციონარში მოხვედრილი პაციენტები უფრო მძიმე ფორმის მატარებლები არიან, ვიდრე პირველი ან მეორე ტალღისას.

“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გაახალგაზრდავებული არის თვითონ ინფექციის გავრცელების კუთხით ჰოსპიტალში მოხვედრილი ჩვენი პაციენტების ასაკი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან საყურადღებო”, — განცხადა ტიკარაძემ იმედის ეთერში.