პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ცნობად მიიღო. სესიაზე ამ წუთებში პოლიტიკური განცხადებები კეთდება. პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადებები დასრულდება, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. ამ პოსტზე წარდგენილია კახა კუჭავა.
წინა სტატია თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, დღეს პარლამენტში შევიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია და საბა ბუაძე. პლენარულ სხდომაზე, რომელსაც...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისინი მომხრე არიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს ან დაწესებულებებს ჰქონდეთ შესაბამისი "პრივილეგიები" ანუ უპირატესობები. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. "ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილები, სხვადასხვა ინცენტივი საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება...
წინა სტატია შემდეგი სტატია პარლამენტში მისულმა 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დროებითი მოწმობა აიღო. ისინი აღინიშნული დოკუმენტით გაივლიან პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას, ხოლო მოგვიანებით მათ ძირითადი მოწმობა გადაეცემათ. ცნობისთვის, ბოიკოტში მყოფი ოპოციზიის ნაწილი დღეიდან საპარალამეტო საქმიანობას შეუერთდა. ისინი პლენარული სხდომის დარბაზში იმყოფებიან. სხდომა უკვე დაიწყო.
ინფორმაცია თითქოს, მე ვაპირებ თბილისის მერობის არჩევნებში გუნდის სახელით მონაწილეობას, არის მიზანმიმართული ჭორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გუნდი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში იტყვის. „მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრს სურს კახა კალაძე იხილოს მერად. ეს, პირველ რიგში, მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უახლოეს პერიოდში, ჩვენ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს. ატენის დეპუტატი საკრებულოში, შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სტადიონი დასრულებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. "დაიგო უმაღლესი ხარისხის საფარი, დამონტაჟდა ლამპიონები და შემოიღობა სტადიონის ტერიტორია. პროექტი იყო 45 დღიანი, რომელზეც 104 000 ლარი დაიხარჯა",- ამბობს შოთა ვანიშვილი პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.
შემდეგი სტატია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებმაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივიდა. შენობაში შესვლა მათ საპროტესტო აქციის ფონზე მოუწიათ. შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“ ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს. „ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ უკვე გათავისუფლდება გიორგი რურუა და მოხდება ამნისტია. მისი თქმით, ოდნავი რისკიც კი არ...
პარლამენტის დეპუტატის და მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ამავე პარტიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერობის კანდიდატად განიხილება. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. "თქვენ იცით და ჩვენმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის, რომ ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და თუ მართლა განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია რაღაცის მიმართ, ეს არის თბილისი და ის თემები, რომელიც უკავშირდება თბილისს. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ...
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის 3 პროექტზე მუშაობს - ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს. როგორც ის ამბობს, საუბარია 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე. ჩიქოვანის თქმით, სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში იგეგმება. “მზის ელექტროსადგურების ოპერირება 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყება. როგორც გორის ქართლის ელექტროსადგურის შემთხვევაში მოხდა, ახლაც...
საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენა რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთან ანუ 1 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით აპრილიდან ქვეყანაში ტურისტები მცირე რაოდენობით, თუმცა, მაინც შემოდიან და გარკვეული გამოცოცხლება ამ მხრივ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მიუხედავად არის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. ტურისტები ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას, რესტორნებსა და კაფეებში განტვირთვას, ტურისტული ადგილების მონახულებას განსაზღვრულ პერიოდში...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სადაც ახალი სისტემები შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი მოხმარდება. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების პროგრესს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი,...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი "უპრეცედენტო და გრანდიოზული" პროექტის დასაწყისის შესახებ გვამცნო დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა - მთავრობა "რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს” 63 მუნიციპალიტეტში იწყებს. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ეს გრანდიოზული პროექტი არ შეეხება, თბილისია - ის საკუთარ თავს საკუთარი ფინანსებით თავად მიხედავს. ქვეყნის პრემიერმა დღეს გვითხრა, რომ რეგიონების განახლების პროექტი ამ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, კერძოდ კი, "მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის...
2020 წლის დეკემბერში, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, ფონდ FEXTE-დან (ტექნიკური ექსპერტიზისა და გამოცდილებების გაცვლის ფონდი) დაფინანსებული 300 000 ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა. აღნიშნული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო საქართველში ავრცელებს. მათივე ცნობით, ტექნიკური დახმარების პროგრამის უპირველესი მიზანი უფრო თანამედროვე და ფერმერთა შემოსავლების ზრდის...
დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ქალებისათვის სასწავლო სივრცეები იხსნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. შიდა ქართლში სულ 5 დასახლებაში მოეწყობა სივრცეები, რომლებიც  აღჭურვილი იქნება ელექტრონული სასწავლო საშუალებებით (კომპიუტერები, პრინტერი) და მუდმივი ინტერნეტით. ქალებისათვის სივრცის შექმნას წინ უძღოდა, თავად კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებზე (IT, ქსელები და ადმინისტრირება, საოფისე პროგრამები). "პროექტის ფარგლებში 10 დღიანი გადამზადების კურსი გავიარეთ. ახლა თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს...
საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ინფორმაცია დამტკიცებული პროექტების შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააცნო. „ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას გულისხმობს, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც შპს „აჩინებულს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად სოფელ...
გორის მერია 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გორის მუნიციპალიტეტში პოსტკოვიდურ პერიოდში გამოკვეთილი საჭიროებების კვლევისთვის თანხის  გათვალისწინებას გეგმავს. კონსტანტინე თავზარაშვილის აზრით, ამისთვის, შესაძლოა, საჭირო ფინანსები მერიის სპეციალური ბიუჯეტიდან გამოიყოს. მერი აღნიშნავს, რომ გასულ წელს სწორედ პანდემიიდან გამომდინარე დაიხარჯა თანხა 250 000 ლარის ოდენობით, რაც სარეზერვო თანხიდან გამოიყო. "როდესაც ძალიან იყო გავრცელებული ჩვენს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19, სარეზერვო ფონდიდან გამოვყავი ჯერ 150 000, შემდეგ 100 000 ლარი და ეს თანხები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ