გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.
ატენის დეპუტატი საკრებულოში, შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სტადიონი დასრულებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
“დაიგო უმაღლესი ხარისხის საფარი, დამონტაჟდა ლამპიონები და შემოიღობა სტადიონის ტერიტორია. პროექტი იყო 45 დღიანი, რომელზეც 104 000 ლარი დაიხარჯა”,- ამბობს შოთა ვანიშვილი
პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.