გორის მერია 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გორის მუნიციპალიტეტში პოსტკოვიდურ პერიოდში გამოკვეთილი საჭიროებების კვლევისთვის თანხის გათვალისწინებას გეგმავს.
კონსტანტინე თავზარაშვილის აზრით, ამისთვის, შესაძლოა, საჭირო ფინანსები მერიის სპეციალური ბიუჯეტიდან გამოიყოს.
მერი აღნიშნავს, რომ გასულ წელს სწორედ პანდემიიდან გამომდინარე დაიხარჯა თანხა 250 000 ლარის ოდენობით, რაც სარეზერვო თანხიდან გამოიყო.
“როდესაც ძალიან იყო გავრცელებული ჩვენს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19, სარეზერვო ფონდიდან გამოვყავი ჯერ 150 000, შემდეგ 100 000 ლარი და ეს თანხები სწორედ, კოვიდპანდემიას მოვახმარე”, -აღნიშნა გორის მერმა.