პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ცნობად მიიღო.
სესიაზე ამ წუთებში პოლიტიკური განცხადებები კეთდება.
პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადებები დასრულდება, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. ამ პოსტზე წარდგენილია კახა კუჭავა.