სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“-ს წევრები საქართველოს კულტურის მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
სთხოვენ, ბულვარში გამოცხადებული მორატორიუმი „ამბასადორ ბათუმზეც“ გავრცელდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი ინვესტორთან, ადგილმონაცვლეობის ინსტრუმენტი გამოიყენონ. ვიდრე დაგეგმილი 19 სართული არ აგებულა, სამოქალაქო მოძრაობის წევრები, მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას სთხოვს ადგილობრივ ხელისუფლებასაც. შეგახსენებთ, ბათუმში ბულვარზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე, სრული მორატორიუმია...
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება. ამავე ცნობით, საავტომობილო გზებზე ცალმხრივი მოძრაობა მიმდინარე წლის 12 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
მძღოლები ცალმხრივად შემდეგ ქუჩებზე იმოძრავებენ:
ზვ.გამსახურდიას გამზირის და კედიას ქუჩის კვეთიდან კედიასა და მეუნარგიას ქუჩის კვეთამდე.
ასევე კედიასა და კოსტავას კვეთიდან, კედიას ქუჩის და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთამდე.
ზვ.გამსახურდიას გამზირის და ნარმანიას ქუჩის კვეთიდან ნარმანიას და კოსტავას ქუჩის...
86 ხმა 6-ის წინააღმდეგ — კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" კახა კუჭავა მას შემდეგ წარადგინა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.
თალაკვაძემ წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში როგორც მხარე, პარლამენტის თავმჯდომარე კი მიუკერძოებელი უნდა იყოს. კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თალაკვაძემ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24...
ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ივნისში „სინოფარმის" 250 ათას დამატებით დოზას მიიღებს.
„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას" 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან" მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი...
"აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის მხარდამჭერების მიმართ - ზეწოლის ფაქტებს," - ამის შესახებ გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ, არ მუშაობს. მანამდე, ხოჯევანიშვილმა ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლება უმოქმედობაში...
გორში, სპორტის სააგენტომ პანდემიის პერიოდში 86 922 ლარის საწვავი შეიძინა, აქედან 44 262 ლარის - უწყების ბალანსზე არსებული 4 მანქანისთვის იყო გათვალისწინებული დანარჩენი თანხა კი, დიზელის შეძენას მოხმარდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტომ 2020 წელს თანხა მანქანების მოვლა-შენახვისთვისაც დახარჯა.
Lexus, Mersedes benz, Ford Transit, Mersedes benz sprinter-ზე დახარჯულმა თანხამ საწვავის გარდა, 14281 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სპორტის სააგენტომ მანქანების საწვავსა...
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში "ახალბაღი" მდგარ სტალინის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნული სამუშაოები პარკის რეაბილიტაციის პროექტშია გათვალისწინებული, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაგეგმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"იოსებ სტალინის ძეგლის რეაბილიტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკო ლომოურის ბიუსტის რეაბილიტაციაც" , - ვკითხულობთ პროექტში.
გარდა აღნიშნულისა, მოხდება ამფითეატრის რეკონსტრუქცია, ღია ცის ქვეშ სავარჯიშო ობიექტების, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების და სამაგიდო თამაშებისთვის სივრცეების მოწყობა და ა.შ
როგორც ცნობილია,...
გორის კულტურისა და დასვენების პარკი "ახალბაღში" ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ე.წ ფამფთრექი და სკეიტპარკი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ე.წ. ფამფთრექი წარმოდგენს 2.5 მ. სისქის დატალღულ ასფალტის ბილიკს (ასფალტის სისქე 5სმ). სკეიტპარკი წარმოადგენს ბეტონის მოედანს, რომელიც ოთხ ძირითად დონედ არის დანაწევრებული. სკეიტპარკის მოწყობა გულისხმობს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის მოსამზადებელ სამუშაოებს - ტერიტორიის დასუფთავება, გრუნტის მომზადება, საყრდენი კედლის და ფუნდამენტის მოწყობა, ყალიბებისა და ლითონის სამუშაოები, ბადისა და არმატურის მოწყობა, და ბოლო ეტაპზე ბეტონის...
რას ითვალისწინებს ქალაქ გურჯაანის განახლების პროექტი? - ამ თემაზე სიჟეტს გუჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ მალე ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ქუჩები შესაძლოა ვეღარ იცნოთ. პირველ ეტაპზე ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება. მოეწყობა რეკრეაციული ზონები და კედლის მხატვრობის ელემენტებით გალამაზდება გარეფასადები. განახლდება ,,პაპას’’ და ,,ბებოს’’ ბაღებიც. გურჯაანელების აზრით, სიახლე ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში 4 კოიდ კლინიკა ფუნქციონირებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მისი თქმით, ამ დროისთვის რეგიონში კოვიდ სასტუმროები არ მუშაობს, რადგან ამისი საჭიროება არ არის.
,,რეგიონში 4 კოვიდ კლინიკა მუშაობს: თელავის რაიონული საავადმყოფო, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსი და დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი. საჭიროების შემთხვევაში დაემატება თელავის...
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შემდეგი კვირიდან საქართველოში, დამატებით, ვაქცინაციის 78 ცენტრი გაიხსნება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„შემდეგი კვირიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქსელი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება, კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი და საერთო ჯამში, საქართველოში იქნება 178 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“, - განაცხადა მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განმარტებით, სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული ყველას სთხოვს, დიდი სუფრა არ იყოს. გამყრელიძემ განმარტება გააკეთა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით და თქვა, რომ მეტი აქცენტი კეთდება თბილისსა და დიდ ქალაქებზე.
„ბრწყინვალე შვიდეული დიდი ხნის ტრადიციაა, ორშაბათ-სამშაბათს გავდივართ საფლავზე და პატივს მივაგებთ ჩვენს მიცვალებულებს. ამავე დროს გვაქვს ტრადიცია, რომელიც მთლად მოსაწონი...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 170 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 117 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დააჯარიმა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
დაჯარიმებულთა შორის არიან...
ჩემს მეორე ძმას, სიმონ მუმლაძეს აგდებენ სამსახურიდან, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე Facebook-ზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
პოლიტიკური დევნა არ არის ახალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის! ქოც/სისტემა ჩემს მოთმინებას და ბრძოლისუნარიანობას კიდევ ერთხელ გამოცდის!
ამჯერად ჩემს მეორე ძმას, სიმონ მუმლაძეს აგდებენ სამსახურიდან, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის...
ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ ისევ მალევე დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია იმისათვის, რომ ხელმოწერილი დოკუმენტების სხვა...
"ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ იმ უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები ამ შეთანხმებაში", - ასე აფასებს გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მზადაა, რომ დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოღონდ არ გამოიცეს 20 ივნისის ამნისტია.
თალაკვაძის თქმით, გირაო მხოლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებს მელიას.
"რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი ელემენტარული იურიდიული განათლებაა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































