ტიკარაძე: შემდეგი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის 78 ახალი ცენტრი გაიხსნება

317

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შემდეგი კვირიდან საქართველოში, დამატებით, ვაქცინაციის 78 ცენტრი გაიხსნება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„შემდეგი კვირიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქსელი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება, კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი და საერთო ჯამში, საქართველოში იქნება 178 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“, – განაცხადა მინისტრმა.