გორში, „ახალბაღში“ ე.წ. ფამფთრექი და სკეიტპარკი მოეწყობა

676

გორის კულტურისა და დასვენების პარკი “ახალბაღში” ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ე.წ ფამფთრექი და სკეიტპარკი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ე.წ. ფამფთრექი წარმოდგენს 2.5 მ. სისქის დატალღულ ასფალტის ბილიკს (ასფალტის სისქე 5სმ). სკეიტპარკი წარმოადგენს ბეტონის მოედანს, რომელიც ოთხ ძირითად დონედ არის დანაწევრებული. სკეიტპარკის მოწყობა გულისხმობს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის მოსამზადებელ სამუშაოებს – ტერიტორიის დასუფთავება, გრუნტის მომზადება, საყრდენი კედლის და ფუნდამენტის მოწყობა, ყალიბებისა და ლითონის სამუშაოები, ბადისა და არმატურის მოწყობა, და ბოლო ეტაპზე ბეტონის ჩასხმა და გაშრობა” , – ვკითხულობთ რეაბილიტაციის პროექტში.

“ახალბაღის” სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს.