კახეთში 4 კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს

487

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში 4 კოიდ კლინიკა ფუნქციონირებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

მისი თქმით, ამ დროისთვის რეგიონში კოვიდ სასტუმროები არ მუშაობს, რადგან ამისი საჭიროება არ არის.

,,რეგიონში 4 კოვიდ კლინიკა მუშაობს: თელავის რაიონული საავადმყოფო, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსი და დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი. საჭიროების შემთხვევაში დაემატება თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს, ამჟამად არცერთი არ არის, საჭიროებიდან გამომდინარე გაიხსნება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.